|
2025-11-05 16:57:45, 860 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Day Georgia 2025 ჩატარდა
31 ოქტომბერს თბილისში ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia (იქომერსის დღე) ჩატარდა, რომელმაც უკვე მესამედ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესები ელექტრონული კომერციის თემაზე სასაუბროდ გააერთიანა. ღონისძიება იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის პარტნიორობით გაიმართა. ღონისძიებაზე Amazon Web Services-ის, Google Cloud-ის, Amadeus-ის და სხვა გლობალური და ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი იქომერსში, ლაივ და სოცმედია იქომერსი, ონლაინ სერვისების პლატფორმები და სხვა. ღონისძიებას 400-მდე მონაწილე ესწრებოდა. “იქომერსის დღე” არ არის მხოლოდ 1 დღიანი კონფერენცია, რომელიც იქვე სრულდება - ეს არის სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის, სადაც ადგილობრივი ბიზნესი პირდაპირ უერთდება გლობალური ელექტრონულ კომერციის ტენდენციებს. მომხმარებელთა ქცევა სწრაფად იცვლება, ამიტომ წარმატებისთვის საკმარისი აღარ არის ტექნოლოგიების გამოყენება - მთავარია მათი ჭკვიანურად, სტრატეგიულად მართვა. იქომერსის დღე კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება ცოდნის გაზიარების გზით. ჩვენ უკვე მესამე წელია, ხელს ვუწყობთ ახალი პარტნიორობების შექმნას და ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებას.დაწრმუნებულები ვართ, რომ ეს დღე როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში პროგრესის საფუძველი გახდება“, - აცხადებს იქომერს ასოციაცია - საქართველოს თავმჯდომარე, ლადო კანდელაკი. „საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს როგორც თანამედროვე ფინანსური პროდუქტებით, ისე ცოდნის გაზიარებით აქტიურად უჭერს მხარს. მოხარული ვართ, რომ eCommerce Day Georgia 2025-ზე დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მსოფლიო ტენდენციებს გაცნობოდნენ და გაეზიარებინათ საუკეთესო პრაქტიკები. სწორედ ასეთი ღონისძიებები იქცევა კარგ პლატფორმად ახალი პარტნიორობების დასაწყებად და დარგის გასავითარებლად”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ღონისძიების ინოვაციების პარტნიორი იყო: Visa იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)