|
2025-10-31 15:42:53, 867 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება, რაც ღალატია
ქართული ოცნების პრემიერის თქმით, იმ პირობებში როცა ქართულ ოცნებაზე "წნეხი და ზეწოლა" მიწიოდა, კონკრეტული პირებისგან საკუთარ სარგებელზე ფიქრი - "ქვეყნის და გუნდის ღალატია". "ძალიან რთული 3 წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ვგულისხმობ 2022-2024 წლებს. ასეთ ვითარებაში, როდესაც უამრავი მიმართულებით იყო ფრონტი გაშლილი, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ასეთ მძიმე პირობებში, კონკრეტულმა ადამიანებმა, გვარებს არ ვასახელებ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება. გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში ეს ქვეყნის ღალატია. როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, ამხელა ზეწოლა, წნეხი და უსამართლობაა, ასეთ პირობებში ადამიანი რომ ხელის მოთბობაზე ფიქრობს, ეს არის პრინციპულად არასწორი. არ მინდა უფრო უხეში შეფასება გამოვიყენო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც კობახიძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილის გუნდის შიგნით არსებულ კორუფციაზე ჯერ კიდევ 2023 წელს იყო ცნობილი, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გაუჭირდათ, რადგან 2024 წელი ურთულესი იყო. „მე მინდა შეგახსენოთ, რომ როცა გარკვეული ინფორმაციები იყო უკვე ჩვენთვის ცნობილი, 2023 წლის დეკემბერში ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და გააკეთა განცხადებები და ჰქონდა კონკრეტული მინიშნებები. ერთ-ერთი მთავარი მინიშნება უკავშირდებოდა სწორედ კორუფციას. 2024 წელი იყო ურთულესი სხვადასხვა მიმართულებით უმძიმესი ზეწოლა, თან საარჩევნო წელი, სერიოზული პრობლემები იყო ქვეყნის წინაშე პოლიტიკური თვალსაზრისით და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუმცა დღეს უკვე ყველაფერი არის წესრიგში, ჩატარებულია საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა არის დამშვიდებული და დღეს გვაქვს იმის პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ყველა ზომა მივიღოთ, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ვიღაცებმა რაღაცები რომ ვიცოდით სწორედ ამის გამო, გაკეთდა კონკრეტული განცხადებები უკვე 2023 წლის დეკემბრიდან და გარკვეული დრო დასჭირდა გადამჭრელი ზომების მიღებას", - თქვა მან.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)