19:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 16:19:27, 541 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა დონორთა ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დონორთა ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა და მას მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, ფორუმზე საქართველოს მთავრობამ ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პრიორიტეტები წარადგინა.

საკოორდინაციო ფორუმი საგარეო დახმარების ეფექტიანობის გაუმჯობესების შესახებ პარიზის დეკლარაციის პრინციპების განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, რომელსაც საქართველო 2011 წელს მიუერთდა. დეკლარაცია დახმარების მიმღებ და დონორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ორგანიზებას უწევს და პრინციპებს განსაზღვრავს, რაც თავის მხრივ, ორმხრივ ანგარიშვალდებულებას და მჭიდრო კოორდინაციას ითვალისწინებს. ფორუმის მიზანია საქართველოს მთავრობასა და მეგობარი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებს, სააგენტოებსა თუ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის გაღრმავება და მათგან მიღებული დახმარების სახელმწიფო პრიორიტეტებთან ჰარმონიზაცია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics