|
2025-10-19 11:29:50, 964 ნახვა
პოლიტიკა
მიტროპოლიტი ანტონი - მომწონს ბრძოლა კორუფციასთან, მომწონს შეუვალობა და პრინციპულობა
„მომწონს ბრძოლა კორუფციასთან, მომწონს შეუვალობა და პრინციპულობა, მინდა გამოძიებული იყოს ყველაფერი, ყველასაგან, ვინც არ უნდა იყოს იგი და რა თანამდებობაზე არის თუ იყო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ რაღაც ვერაა ისე, როგორაც უნდა მას, ვინც ესენი დაგეგმა...- წერს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სუსში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში. ღონისძიებები ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში. უწყების ცნობით, ამოღებულია 7 002 200 აშშ დოლარი, 136 000 ლარი, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა. სუსის ცნობით, მიმდინარეობს დოკუმენტაციასა და ელმოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და ფულის წარმომავლობის დადგენა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)