|
2025-10-17 22:21:09, 787 ნახვა
პოლიტიკა
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონის დაცვით- შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართავს. შსს აცხადებს, რომ დღეიდან ძალაში შევიდა „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები, რომლითაც 15-დღიანი პატიმრობით ისჯება შეკრება/მანიფესტაციის დროს, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა და სამანქანო გზის გადაკეტვა. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები. გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ თუ რას გულისხმობს აღნიშნული ცვლილებები. კანონის ახალი რედაქციის თანახმად, 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას: ცეცხლსასროლი ან/და ცივი იარაღის, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა; შეკრების მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას: სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა; ჩამოთვლილი ყველა ქმედების ჩამდენ პირს პირველ ჯერზე, შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, ხოლო ქმედების არაერთგზის ჩადენისას − 2 წლამდე ვადით. გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს მესამედ ან მეტჯერ, ჩადენილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ან/და პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულ ქმედებაზე სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, ხოლო არაერთგზის ქმედების ჩადენისას − 2 წლამდე ვადით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ მოახდინონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)