|
2025-10-17 17:28:24, 695 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებასთან დაკავშირებით: აბა, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ?
„პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, უწყება მოქმედებს კანონის ფარგლებში. კანონი დაარღვია ვინმემ? არა, შესაბამისად, მიმდინარეობს ადამიანების დაკავება. ფორმას რაც შეეხება, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? არის ეჭვმიტანილი, დამნაშავე და ჩვეულებრივად აკავებენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეთა მიმდინარე დაკავებებთან და გამოყენებულ მეთოდებთან დაკავშირებით, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, საკმაოდ ბევრნი იყვნენ ის პირები, ვინც რეზიდენციის შტურმს ახორციელებდ „უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა შესაბამისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს ადამიანების იდენტიფიცირება, რადგან საკმაოდ მრავლად იყვნენ ის პირები, ვინც უშუალოდ შტურმს ახორციელებდა პრეზიდენტის სასახლეზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაკეთებდით მოწოდებებს წინა დღეების განმავლობაში იმის შესახებ, რომ კანონის საწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადაედგათ, ვთხოვდით ამის შესახებ, მაინც მიმდინარეობდა პირდაპირი წახალისება ამ ძალადობრივი ქმედებების, საუბრები დამხობაზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე, ერთგვარი კამპანია იყო გაჩაღებული, შემდეგ 4 ოქტომბერს ამის აღსრულება სცადეს, მივარდნენ პრეზიდენტის სასახლესთან, ღობე გადაანგრიეს, შეჭრას ცდილობდნენ. რომ არა შსს-ს შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც მოიქცნენ კანონის ფარგლებში, რა და როგორ იქნებოდა, არავინ იცის. ზრდასრული ადამიანები თავიანთ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში ყველა თავისუფალია, ვერავის შეზღუდავ, მაგრამ როდესაც არღვევ კანონს, ჩვენ ცივილიზებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება. დაკავების ფორმას რაც შეეხება, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? არის ეჭვმიტანილი, დამნაშავე და ჩვეულებრივად აკავებენ. ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება აქციებზე დაზარალებულებისადმი სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მიქცევას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებდა და ახლაც მზად არის ამ მიმართულებით, როგორც ადგილზე მკურნალობის, ისე, საჭიროების შემთხვევაში, უცხოეთში გადაყვანის მზადყოფნის თვალსაზრისით.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)