|
2025-10-12 16:25:55, 1659 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - შეწყვიტეთ დამუნათება და ისტერიკა, ვიდრე მე მითქვამს, რას საქმიანობდით 4 ოქტომბრამდე
გასაგებია ნებისმიერი კითხვა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და ისიც, რომ მოლოდინია, ორგანიზატორები რას იტყვიან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, ეს ადამიანები არიან ტყვეობაში, სადაც ყველა მათი სიტყვა, მათ შორის ადვოკატებთან იწერება და კონტროლდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც წითლიძე აღნიშნავს, ნებისმიერი მათი განცხადება „რეჟიმმა შეიძლება გამოიყენოს დაკავებულების წინააღმდეგ და დაკავებულთა წრის გასაზრდელად“. ანა წითლიძე ამბობს, რომ დამუნათება და ისტერიკა უნდა შეწყდეს. „ნებისმიერი მათი განცხადება, მითუმეტეს თუ აბსურდულ შეთქმულების თეორიებს გავყვებით, რეჟიმმა შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ უკვე დაკავებულების წინააღმდეგ ბრალის დასამძიმებლად, არამედ გაზარდოს დაკავებულების წრე! ორგანიზატორებს საკუთარი თავები გადადებული აქვთ და არ ადარდებთ, 20 წელი ან უვადო რომ მოგვისაჯონ მაგსაც ველითო – ასეთია მათი განწყობა – მაგრამ დარდობენ იმ ადამიანებზე რომლებიც რეჟიმს ჰყავს ტყვედ 4 ოქტომბრის შემდეგ და რომელთა წინააღმდეგაც რეჟიმს შეუძლია ნებისმიერი ზედმეტი სიტყვა ორგანიზატორების მხრიდან, მათივე ბრალის დასამძიმებლად გამოიყენოს. ეს ადამიანები, იქ, საპატიმროში უყურებენ ტელევიზორს და თითოული სიტყვა გარეთ რას ვიტყვით – არის მათთვის იმედი და მოტივაცია. ნუ, ვიზამთ ისე, გული გავუხეთქოთ ამ ხალხს. მე არ მჯერა არანაირი შეთქმულების თეორიიის ლილუაშვილ/ყოფილებთან. არც ხაბეს, არც მურთაზს, არც პაატას – არ გაუჭირდება, შესაბამის დროს, უპასუხონ კითხვებს რაც დაისვა. ციხეში წავიდა ეს ხალხი და თავი გაწირა ამ პროცესში და რა უნდა იყოს კითხვა, რომელიც ამაზე მეტია და რთული საპასუხო? შეწყვიტეთ ამ ადამიანების დამუნათება და ისტერიკა. პ/ს, სანამ მე მითქვამს, 4 ოქტომბრამდე რას საქმიანობდით, 4 ოქტომბერი რომ არ შემდგარიყო!“, – წერს ანა წითლიძე.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)