|
2025-10-10 12:33:35, 1156 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - რამდენიმე ათასმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ისინი მონაწილენი იყვნენ ჩვენი ქვეყნის დამხობის
ქურდიც ფიქრობს, რომ მას ეკუთვნის რაღაც ნივთი და ამიტომ შედის სხვის სახლში, იპარავს იქიდან ნივთებს. ესენიც ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და ამიტომ შეუძლიათ, ძალით აიღონ ეს ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, ვინ არის პასუხისმგებელი პროცესების იმ განვითარებაზე, რაც საზოგადოებამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დროს იხილა. „ეს არის ერთი და იგივე მორალი – კრიმინალური მორალი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, აქ სხვადასხვა გრადაციაა. არის უშუალოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და შსს, უსაფრთხოების სამსახური მოქმედებენ ძალიან მაღალი სტანდარტით, სისტემურად, ხდება განცალკევება იმისა, ვის აქვს უშუალოდ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. მეორე ნაწილი არის შიდა პოლიტიკური ჯგუფები და ამაში მოიაზრებიან პარტიული და ენჯეო ჯგუფები, რომლებიც იყვნენ სრული მონაწილე 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებისა. ერთმანეთზეც ძალიან კარგად საუბრობენ სხვათა შორის, რა პასუხისმგებლობა აქვთ. კერძოდ ის, რომ ახლა ზოგიერთმა ამ აქტივისტმა, რომელიც 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე მივიდა ხელისუფლების დასამხობად, ზუსტად იცოდა, რისთვის მიდიოდა. მანამდე ჰქონდათ რამდენიმეკვირიანი კამპანია ნეპალთან შედარებით, ზუსტად იცოდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება, სადაც უნდა შევარდნილიყვნენ და დაეღვარათ სისხლი. ახლა ნურავინ თავს ნუ იკატუნებს, რომ 4 ოქტომბერს იქ მივიდა იმისთვის, რომ უბრალოდ მისულიყო, გაესეირნა, ზოდელავასთვის მოესმინა და მერე სახლში დაბრუნებულიყო. ახლა ცდილობენ ამის გადასხვაფერებას, თქმას, თითქოს არ ვიცოდი, არ მეგონა… ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას მოჰყვება პასუხისმგებლობა. აქ საბავშვო ბაღში არავინ არ არის და ყველამ ძალიან კარგად იცოდა ეს ყველაფერი. ამიტომ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იზიარებენ ის პოლიტიკოსები, „ენჯეოები“ და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც თავისუფლების მოედანზე ამ ქვეყნის დასამხობად მივიდა. ამ რამდენიმე ათასმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ისინი მონაწილენი იყვნენ ჩვენი ქვეყნის დამხობისა და ვერ შედგა ეს დამხობა“, – განაცხადა სალვა პაპუაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)