|
2025-10-10 12:26:55, 1101 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების პარლამენტის სპიკერი დაკავებულებზე - დამნაშავეებსაც პროფესია აქვთ, მათ შორის ქურდსაც და სახელმწიფოს დამამხობელსაც.
ცხოვრება თვითმომსახურების მაღაზია არ არის, სადაც რასაც გინდა, აიღებ და რასაც გინდა, არა, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დამნაშავეებსაც პროფესია აქვთ, მათ შორის ქურდსაც და სახელმწიფოს დამამხობელსაც. „შედარება მამუკა ხაზარაძის მორალთან შეიძლება, რომელსაც უნდოდა, რომ ანაკლიის პორტი სულ მოგებაში ყოფილიყო. გახსოვთ, ბიუჯეტიდან გარანტიას ითხოვდა, რომ პორტს მოგება თუ არ ექნებოდა, მოქალაქეებს ბიუჯეტიდან უნდა დაგვემატებინა ფული. ისეთი ბიზნესმოდელი უნდოდა, რომლის წაგებაც გამორიცხულია. მათი რეაქციები ზუსტად ასე ჩანს – სახელმწიფო გადატრიალებისას მოგებულები მხოლოდ ისინი უნდა ყოფილიყვნენ. ვინც სახელმწიფო გადატრიალებაზე მიდის, უნდა აცნობიერებდეს, რომ სახელმწიფო გადატრიალებას და ჩავარდნილ ხელისუფლების დამხობას პასუხისმგებლობა მოჰყვება. მამუკა ხაზარაძის მორალი არც ანაკლიაში გავიდა და ქვეყნის დამამხობელთა მორალი, რომ თითქოდ, მხოლოდ ერთი შედეგის იმედი ჰქონდათ, არ გავა. გათვლა, რომ მხოლოდ მოგებულები დარჩებოდნენ, არასწორია. შესაბამის პასუხისმგებლობასაც იღებენ. ვინც ბედავს და სიმამაცეს იჩენს, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ და სხვებს მიუთითებდნენ, იქ შესულიყვნენ, თუ იმის სითამამე ჰქონდათ, კანონი დაერღვიათ, ამაზე პასუხისმგებლობა მიიღონ. ცხოვრება თვითმომსახურების მაღაზია არ არის, სადაც რასაც გინდა, აიღებ და რასაც გინდა, არა. როცა ადამიანებს ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და რაღაც ნაბიჯზე მიდიან, კეთილი უნდა ინებონ და იმის სითამამეც ჰქონდეთ, პასუხისმგებლობა აიღონ. რაც შეეხება პროფესიას, ყველას რაღაც პროფესია აქვს. დამნაშავეებსაც თავიანთი პროფესია აქვთ – ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც. პროფესიული მიზნით დისკრიმინაცია და იმის გარჩევა ვერ მოხდება, რომ უმუშევარი დავიჭიროთ და დასაქმებული არ დავიჭიროთ. ეს რა მორალია, გაუგებარია. ცხადია, რომ ხელისუფლების დამხობა იგეგმებოდა. მოწოდება იყო ხელისუფლების დამხობისკენ. პირდაპირ ეთერში ვხედავდით ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ სახეები დამალა, რომ მათი სახეები მაყურებელს არ ენახა. რატომ? ხელს აფარებენ დამნაშავეებს? – ვინც დანაშაული ჩაიდინა, სამართალდამცავების ვალდებულებაა, ისინი მოიძიონ და შესაბამისს პასუხისგებაში მისცენ. თუ იმის სითამამე ეყოთ, რომ 4-ში, 4-ზე ქვეყნის დამხობაზე წასულიყვნენ, ახლა იმის სითამამე ეყოთ, რომ ის სასჯელი მიიღონ, რაც ქვეყნის წარუმატებელ დამამხობლებს ეკისრებათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)