|
2025-10-07 15:43:44, 877 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების საგარეო მინისტრის მოადგილემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თვითმმართველობის არჩევნებსა და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე მიაწოდა ინფორმაცია
ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპისის წარმომადგენლებსა და მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეს გიორგი ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ქართული ოცნების საგარეო მინისტრის მოადგილემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თვითმმართველობის არჩევნებსა და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე მიაწოდა ინფორმაცია. "საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის, შედეგების, ასევე 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შესახებ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია, ასევე 73 მედია საშუალების დაახლოებით 1 000 წარმომადგენელი აკვირდებოდა. საერთო შეფასებამ კი დაადასტურა, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან, გამჭვირვალე პირობებში, საარჩევნო პროცესი ადმინისტრირებული იყო პროფესიონალურად და საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავისუფლად ესარგებლათ დემოკრატიული უფლებებით. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, სამართალდამცველებმა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მიმართეს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით. გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრაზე 4 ოქტომბრის მოვლენების ადეკვატური შეფასების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორები გაემიჯნონ და დაგმონ აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები, რომლის შედეგადაც დაშავდა არაერთი სამართალდამცველი და ჟურნალისტი, დაზიანდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დიპლომატებს დაუდასტურა სამინისტროს ღიაობა და მზაობა განაგრძოს თანამშრომლობა პარტნიორებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან", - ვკითხულობთ განცხადებაში. დღეს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩები დაიბარეს. მათთან შეხვედრას ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ხელმძღვანელობდა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)