|
2025-10-01 16:04:32, 1991 ნახვა
სამართალი
ვიდეომიმართვის გამო სუს-მა ზვიად კუპრავა დააკავა - ოცნების უწყების ბრალდება 2 დან 6 წლამდე ციხეს ითვალისწინებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქმე 30 სექტემბერის ვიდეომიმართვას ეხება. კუპრავას ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებას და დაკავებისას სუს-ის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. სსკ-ს 317-ე მუხლი (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 353-ე მუხლი (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) ჯარიმას, შინაპატიმრობას ანდა ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას. "ზვიად კუპრავამ მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ. აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბნები სპეცოპერაციის პუნქტებად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება ივანიშვილად მოიხსენია, რაც ბუნებრივია, ვერ გამორიცხავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრიობას. ასევე, კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა, შესაბამისად, ზვიად კუპრავამ ჩაიდინა სსკ-ს 317-ე, 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს. საგულისხმოა, რომ მან ვიდეომიმართვაში დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაასახელა - ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული სხვა მსჯავრდებულები თუ ბრალდებულები. აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტიც, რომ გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ს 162-ე მუხლით - რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას მათი სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით" - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ. ზვიად კუპრავამ 30 სექტემბერს თქვა, რომ "ჩვენი ტაქტიკური ამოცანაა 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია".
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)