|
2025-09-24 20:17:46, 2355 ნახვა
საზოგადოება
მზია ამაღლობელს ჩეხეთში „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი „ფორუმ 2000-ის“ წლევანდელი ჯილდოს მფლობელია. „ფორუმი 2000“ არის ფონდი და ამავე სახელწოდების კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ჩეხეთში, პრაღაში იმართება. „წელს „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცემა საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას და მის სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივსაცემ ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორსა და დამფუძნებელს“ – ნათქვამია „ფორუმ 2000-ის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. ჯილდოს გადაცემის ცერემონია 12-14 ოქტომბერს, პრაღაში კონფერენციის – „ფორუმ 2000“-ის ფარგლებში გაიმართება „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდოს ლაურეატები წინა წლებში იყვნენ: როსიო სან მიგელი, ვენესუელელი იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი [2024 წელი]; ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მწერალი და ისტორიკოსი [2023 წელი]; ჟანგ ჟანი, ჩინელი სამოქალაქო ჟურნალისტი და ყოფილი იურისტი [2022 წელი]; კარლ გერშმანი, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველი, „ეროვნული ფონდის დემოკრატიისათვის“ ყოფილი პრეზიდენტი [2021 წელი]. მზია ამაღლობელი 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)