|
2025-09-22 13:12:53, 988 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა. ჯილდო ინოვაციურობის მიმართულებით მოიცავს ბანკის შესაძლებლობას, შექმნას და დანერგოს ისეთი ახალი ფინანსური პროდუქტები, სერვისები თუ პროცესები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ინოვაციებს მომხმარებლის გამოცდილების და ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით იყენებს. “ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგია. ინოვაციურობა მხოლოდ ახალი ფუნქციონალების დამატებას არ მოიცავს – ეს გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებას იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეუფერხებელი, პერსონალიზებული და უსაფრთხო გამოცდილება მიიღოს. ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების ინტეგრაცია შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო სწრაფად ვუპასუხოთ ციფრული ეპოქის მზარდ საჭიროებებს. ამ გზაზე კი არ ვჩერდებით და მომხმარებლებს კიდევ არაერთ სიახლეს წარვუდგენთ”, - ამბობენ საქართველოს ბანკში. აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია აჯილდოებს. წლევანდელ დაჯილდოებაზე გამარჯვებულები შეირჩნენ Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურის მიერ, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა. შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: ინოვაციური სტრატეგიის მასშტაბი, მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების ხარისხი, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის სისწრაფე და ეფექტიანობა. საქართველოს ბანკმა წელს Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესო მობილბანკის და საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოები მიიღო.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)