04:36 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 10:33:59, 756 ნახვა

სამართალი
ინტერპოლმა დათა ახალაიას საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა

ინტერპოლმა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ინტერპოლმა დათა ახალაიას ძებნა შეწყვიტა იმ მოტივით, რომ მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს" - წერს ნადარეიშვილი Facebook.

„ექსპრესნიუსმა“ ეს ინფორმაცია ინტერპოლის საიტზე გადაამოწმა. დათა ახალაია ინტერპოლის ძებნილთა სიაში აღარ იძებნება.

ცნობისთვის, დათა ახალაია საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი.

ახალაია საბერძნეთში იყო დაკავებული, რომელიც იტალიიდან ყალბი სახელის გამოყენებით საბერძნეთში შესვლას ცდილობდა. ახალაია 100 ათასი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საბოლოოდ კი, საბერძნეთის სასამართლომ გაამართლა.

ამ თემაზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ თუ კომენტარი გაკეთდება შეგვატყობინებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics