|
2025-09-09 12:12:46, 771 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ტიტუშკების თავდასხმაზე - რამდენიმე მოძალადე ადამიანი გივარდებოდეს, ხელს გიშლიდეს მუშაობაში
„რუსთაველის გამზირზე რომ ადამიანები დგანან და აპროტესტებენ, გინახავთ, რომ ჩემი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მისულიყვნენ მათთან და ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოთ ან ეგინებინოთ?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა. მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის, ევროკავშირის ელჩი აღნიშნულ ფაქტს შეაფასებენ. „ეს იყო ძალიან მძიმე და მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც არ იყო პირველი შემთხვევა. ეს არის ჩვენი შტაბი. როგორც იცით, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. აქ ხალხი მუშაობს. ჩვენ არავის ვუვარდებით, თავს არავის ვესხმით. მე იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის ელჩი დაგვდევს პატივს და გააკეთებს შეფასებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადე ადამიანი გივარდებოდეს, ხელს გიშლიდეს მუშაობაში და გაყენებდეს შეურაცხყოფას. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად დაძაბულობა შემოიტანონ, რადგან არსებული 30 აკაცუკი და მათი ყვირილი, ხავილი არავის აინტერესებს. ამ დაჯგუფებაში არიან მოძალადეები“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საარჩევნო შტაბთან მივარდნა და გინება ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ყოველდღიურობად იქცა. „ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა შტაბთან მოვარდნა, გინება, შეურაცხყოფის მოყენება. მე გეკითხებით, რა უნდოდათ ამ ადამიანებს შტაბთან თუ შტაბი მივიდა მათთან? რუსთაველის გამზირზე დგანან ადამიანები, ვინც აპროტესტებენ, აქციებს მართავენ. თქვენ გინახავთ, რომ ჩემი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მისულიყვნენ რუსთაველზე და ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოთ ან ეგინებინოთ? შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებელია, რომ სარჩევნო შტაბთან რამდენიმე აკაცუკი მოვიდეს და იქ მომუშავე ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)