|
2025-09-03 14:52:28, 1408 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი რუსთაველზე დაკავებულების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
სახალხო დამცველი 2 სექტემბერს რუსთაველზე დაკავებულ მოქალაქეებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს პოლიციელების მხრიდან დაკავების დროს პროტესტის მონაწილეთა მიმართ უხეშ დამოკიდებულებასა და ძალის გამოყენებაზე. "საპოლიციო მოქმედებების განხორციელების დროს გამოყენებული ძალა უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი. აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველი, დამატებითი შესწავლის შემდეგ, მოახდენს შესაბამის რეაგირებას. საგულისხმოა, რომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას პროპორციული ძალის გამოყენების საკითხი ასევე პრობლემურია საერთო სასამართლოების შენობებში, სადაც შესაძლოა, მანდატურთა მხრიდან ადგილი ჰქონდეს მოქალაქეთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას. აპარატი დამატებითი შესწავლისა და მანდატის ფარგლებში შეფასების შემდეგ ამ საკითხზეც მოახდენს რეაგირებას" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. ამავე ტექსტში ყურადღებაა გამახვილებული ერთ-ერთი დაკავებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფეისბუკში გავრცელებულ დაუდასტურებელ ინფორმაციას - საუბარია ოცნების ყოფილი დეპუტატის და საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილზე, ანა ჩრდილელზე, რომელიც ერთ-ერთია დაკავებულებს შორის. პროპაგანდისტული პლატფორმები მისი მარგინალიზაციის მიზნით დაკავების შემდეგ საუბრობდნენ ჯანმრთელობის პრობლემებზე და ცდილობდნენ ამით აეხსნათ მისი მონაწილეობა ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებში. "ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება უხეშად არღვევს პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და ხელყოფს ადამიანის ღირსებას. ამასთან, აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს და ახალისებს დისკრიმინაციას" - წერს სახალხო დამცველი. ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება, მისი თანხმობის გარეშე, არის დანაშაული, კერძოდ, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, და ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე (მუხლი 157).
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)