|
2025-09-02 14:29:39, 1491 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე გახარიაზე- როდესაც პოლიტიკოსი უშვებს შეცდომას, შემდეგ იაზრებს და აღიარებს, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება, რადგან საზოგადოებასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებში არსებულ კითხვებს გაურბის. როგორც მან შესაბამისი შეკითხის საპასუხოდ აღნიშნა, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლებს გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ. „ცხადია, გარკვეულ კითხვებს, რომლებიც შესაბამის უწყებებში და საზოგადოებაში არსებობს, გაურბის. ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი მიზეზი. არჩევნებს რაც შეეხება, მინდა, გულწრფელი ვიყო საზოგადოების წინაშე: ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების, ისე საკრებულოს დონეზე, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს და ზურგს მიმაგრებს ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები, საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს. ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა გაკეთებული, ბევრი პროექტია განხორციელებული ბოლო წლების განმავლობაში ქალაქებში, სოფლებში, რაიონებში, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ბევრი გამოწვევა. ჩვენ რეალურად ვიცით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რომ ღირსეული პასუხი გაეცეს არსებულ პრობლემებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით, თბილისის მერი აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსის მიერ შეცდომების აღიარებას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)