|
2025-09-01 13:55:50, 520 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ევროკავშირში საკმაოდ მძიმე ვითარებაა
„ევროკავშირზე უკეთესი გაერთიანება ჯერ არ ყოფილა, თუმცა დაცლილია იმ ღირებულებებისგან, საითაც ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო მიისწრაფოდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „მემარცხენე ალიანსის“ მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, ევროპულმა ბიუროკრატიამ სერიოზული პრობლემები შექმნა, როგორც თავად ევროპისთვის, ისე მეგობარი ქვეყნებისთვის. „ევროპული გაერთიანება თავისი შინაარსით, რაზეც იყო ის დაფუძნებული, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ამაზე უკეთესი გაერთიანება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ რასაც ჩვენ ბოლოს ვხედავთ, რა პროცესებიც ვითარდება, საკმაოდ მძიმე ვითარებაა. აბსოლუტურად დაცლილია ევროკავშირი იმ ღირებულებებისგან, საითაც ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო მიისწრაფოდა. ევროპულმა ბიუროკრატიამ სერიოზული პრობლემები შექმნა დღეს, როგორც თავად ევროპისთვის, ისე მეგობარი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებები შეუთავსებელია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან. „ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ის მოთხოვნები, რომელსაც ვისმენთ, აბსოლუტურად შეუთავსებელია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან, რასაც ქართული სახელმწიფო ზედმიწევნით ასრულებს. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ რაიმე შეუსრულებელია. ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში დაცულია ისევე, როგორც არასდროს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაზეც ისინი აპელირებენ. ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში. ადამიანის უფლებები თუ ილახებოდა, ეს იყო სწორედ 2012 წლამდე პერიოდში. განსხვავებულ მოსაზრებას ვერ გამოხატავდი, მაშინვე ან შენ დაგიჭერდნენ ან შენი ოჯახის წევრებს გააუბედურებდნენ, წაართმევდნენ და ამას უწოდებდნენ დემოკრატიის შუქურას. წარმოგიდგენიათ? ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, თურმე ყოფილა დემოკრატიის შუქურა და დღევანდელი მოცემულობა და ვითარება პრობლემური. რა გგონიათ, ხალხს თვალები აქვს ახვეული და ვერ ხედავს იმ რეალურ სიტუაციას, რა იყო და დღეს რა მდგომარეობაა? ხალხს აქვს საშუალება, გააკეთოს სწორი ანალიზი და იმიტომ იღებს ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ოქტომრებში მიიღო“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის განმარტებით, ქართული სახელმწიფო აპირებს, კვლავ ზედმიწევნით შეასრულოს ის მოთხოვნები, რაც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. „ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაც არის, ყველა ნაბიჯის ზედმიწევნით შესრულებას ვაპირებთ. პოლიტიკური მოტივებით გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიღაცამ მაინც გვითხრას, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. ვიღებთ ერთადერთ პასუხს - იმიტომ. არ არის ეს სერიოზული. პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა: მზად ვართ, დავსხდეთ დიპლომატიურ კორპუსთან და მომიყვანეთ მაგალითები, არგუმენტები, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი ან რატომ ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონმდებლობა ევროპულ მომავალს, ევროპულ ღირებულებებსო. არანაირი პასუხი, იმიტომ, რომ ვიცით, რეალურად რაც ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)