|
2025-08-29 20:17:39, 2045 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის საჩუქრების კამპანია გრძელდება – გახსენით ანგარიში ბიზნეს მობილბანკით
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და თანამედროვე ციფრული სერვისების განვითარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს საჩუქრების კამპანიას, რომელიც ბიზნესებისთვის სხვადასხვა ბენეფიტს აერთიანებს. მათ შორისაა:
აღსანიშნავია, რომ კამპანიაში ჩართვა შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომლებსაც 1 აპრილის შემდეგ ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი არ გამოუყენებიათ, ასევე - ბიზნესებს, რომლებსაც საქართველოს ბანკში ანგარიში აქამდე არ ჰქონიათ, ან ახლა მიიღებენ ინდ. მეწარმის ან შპს-ს სტატუსს ბანკის ფილიალში. ცნობისთვის, საქართველოს ბანკმა ბიზნესის დაწყების პროცესი გაამარტივა. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ბანკის ფილიალებში გაიარონ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია, მიიღონ შპს-ს ან ინდ. მეწარმის სტატუსი, ადგილზევე ან ბიზნეს მობილბანკიდანვე გახსნან ანგარიში და კამპანიაში ჩაერთონ. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ანგარიშის გახსნა სულ რაღაც 2 წუთშია შესაძლებელი. პლატფორმა არა მხოლოდ ანგარიშის გახსნას, არამედ ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების სწრაფად და მარტივად მართვას უზრუნველყოფს. ბიზნესს შეუძლია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან განახორციელოს გადარიცხვები, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, გააკონტროლოს ბალანსი და შეასრულოს სხვა ტრანზაქციები. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს თანამედროვე ციფრულ სერვისებზე მარტივად ჰქონდეს წვდომა და რეალური სარგებელი მიიღოს. სწორედ ამიტომ ბიზნეს მობილბანკში ანგარიშის გახსნა სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. საჩუქრების კამპანიით კი ჩვენ დამატებით შესაძლებლობებს ვუზიარებთ ჩვენს მომხმარებლებს. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალში კვლავ არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ ბიზნესს”, – აცხადებენ საქართველოს ბანკში. გაიგეთ მეტი კამპანიის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, ონლაინ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)