17:54 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-29 10:40:45, 639 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა 8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილი ვიქტორ ორბანის გამოყენებით კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების წესს ბლოკავს, რათა თავიდან აირიდოს პერსონალური სანქციები. 

მისი თქმით, ორბანი ხშირ შემთხვევაში პუტინის მხარეს ირჩევს, მათ შორის უკრაინის საკითხთან მიმართებაშიც და როდესაც ტრამპის ჩართულობით, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება შედგება ორბანსაც მოუწევს თავის პოზიციის ცვლილება. 

რაც შეეხება ევროპის კონტინენტზე პოლიტიკის განსაზღვრას, ხშირ შემთხვევაში ის [ვიქტორ ორბანი] სწორედ პუტინის მხარეს ირჩევს, ევროპული პოლიტიკის ნაცვლად და ეს ჩვენ ყველაზე ცხადად ვიხილეთ, მათ შორის უკრაინის საკითხთან მიმართებაში. 

რა თქმა უნდა პრეზიდენტ ტრამპის ჩართულობით, როდესაც მოხდება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება ვიქტორ ორბანსაც მოუწევს თავის პოზიციის ცვლილება, მაგრამ ამ დრომდე, ჩვენ დავინახეთ, რომ ის სწორედ პუტინის ინტერესებს ატარებდა.

სამწუხაროდ და ასე ხდება, რაც ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, ივანიშვილთან მიმართებაში იმიტომ, რომ ამაზე ღიად საუბრობენ ევროპელი ლიდერები პირისპირ საუბრებში და საჯაროდ, რომ სწორედ ვიქტორ ორბანის გამოყენებით ივანიშვილი ბლოკავს კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების წესს იმისთვის, რომ მან თავიდან აირიდოს პერსონალური სანქციები და საქართველოს მილიონობით მოქალაქე დააყენოს უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics