|
2016-03-22 16:39:04, 481 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: თანამედროვე სამყარო ყოველი შეტევის შემდეგ მტკიცედ უნდა იდგეს
„ამ ტიპის ბრუტალური შეტევები არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეტევაა, არამედ- ცივილიზებულ, ევროპულ ღირებულებებზე შეტევა“ - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე დღეს, ბრიუსელში მომხდარ რამდენიმე აფეთქებას. „ამ შეტევას ერთადერთი პასუხი აქვს - ესაა უფრო მეტად მტკიცედ დგომა და იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა ემყარება. ამიტომ, თანამედროვე სამყარო მტკიცედ უნდა იდგეს ყოველი შეტევის შემდეგ. ჩვენი, როგორც საქართველოს, არჩევანი არის ის, რომ ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ. ჩვენც სხვებთან ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმს. შესაბამისად, ჩვენი სპეცსამსახურების მთავარი დავალება უნდა იყოს არა პოლიტიკოსების თვალთვალი, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა", - აცხადებს ბაქრაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)