02:21 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 14:26:56, 484 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება ბელგიაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგიაში  განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 22 მარტს, ბელგიის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების სერიას. შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული ქმედების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ბელგიელ ხალხს და ხელისუფლებას.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია  მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics