|
2025-08-21 13:44:18, 1718 ნახვა
საზოგადოება
შენ არასდროს ივლი მარტო - გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
გიორგი მამარდაშვილისთვის ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი - მერსისაიდული კარიერა უკვე ოფიციალურად დაიწყო. ახალგაზრდა მეკარე „ლივერპულის“ ფეხბურთელია. 14-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგაში ქართველი ფეხბურთელი კვლავ გამოჩნდა - ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში და საკუთარი ისტორიის წერას იწყებს. ლეგენდარულ „ენფილდამდე“ გზა გიორგიმ თიბისისთან ერთად გაიარა; ლივერპულის ქუჩებში გაეცნო ქალაქს, გულშემატკივრებს და ამ საინტერესო თავგადასავალმა კიდევ ერთხელ გაუმყარა რწმენა, რომ ეს ის ადგილია, სადაც არასდროს ივლი მარტო. საკომუნიკაციო ვიდეოში, რომელიც თიბისიმ გიორგი მამარდაშვილთან კოლაბორაციის ფარგლებში მოამზადა და სადაც მამარდას ენფილდისკენ მიმავალი გზაა ასახული, ქართველი მეკარე პირველად, რუკისა და ციფრული ტექნოლოგიების დახმარების გარეშე ცდილობს გაიკვლიოს გზა ლივერპულში და „ენფილდამდე“ მივიდეს. მაყურებელი მამარდას პირველი ლივერპულური ნაბიჯების თანამონაწილე ხდება - მასთან ერთად ეცნობა ქალაქს და იმუხტება პირველი ემოციებით - ის ხომ პირველად მიდის ენფილდ როუდზე. თიბისისა და მამარდას კოლაბორაცია ორივე მხარის ღირებულებებს ეფუძნება. გიორგი მამარდაშვილის კარიერა, მისი აქამდე განვლილი გზა, ახალი თაობის ფეხბურთელებისთვის შთამაგონებელი, სამაგალითო და რწმენის მიმცემია, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია; ხოლო მისი „ლივერპულში“ ხილვა ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა - მთავარია გჯეროდეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)