|
2025-08-19 15:26:33, 1335 ნახვა
პოლიტიკა
ნიდერლანდებმა დროებით შეაჩერა ქართველი საჯარო მოხელეების მომზადების პროგრამა
ნიდერლანდების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ქვეყანაში „საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით გამოწვეული“ გაუარესებული ვითარების გამო, MATRA-ს საჯარო მოხელეთა მომზადების პროგრამა დროებით შეჩერებულია. „ეს მართლაც რთული გადაწყვეტილება იყო. ნიდერლანდები ყოველთვის იყო ძლიერი მხარდამჭერი და პარტნიორი საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში. კანონის უზენაესობის MATRA-ს სასწავლო პროგრამამ ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 200 ქართველი საჯარო მოხელე და თანამდებობის პირი გადაამზადა, რამაც გააძლიერა მრავალი ქართული სახელმწიფო ინსტიტუტი. ქართველმა მონაწილეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრენინგების ხარისხსა და მრავალეროვნული MATRA ქსელის განვითარებაში. MATRA-ს კურსდამთავრებულები საქართველოში ჩვენი საელჩოს ქსელის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. პროგრამის დროებით შეჩერება გამოწვეულია ქვეყანაში სიტუაციის მკვეთრი გაუარესებით, რაც გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღრმად შემაშფოთებელი ქმედებებით. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია გაუმჯობესდება და მომავალში კვლავ შევძლებთ ქართველი მონაწილეების მიღებას“, - ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)