|
2025-08-19 14:49:21, 1713 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, 25 აგვისტოს, 17:00 საათზე, ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპი “სტრატეგიული დაგეგმარება და აღსრულება” ქალ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, ბიზნესის მიზნები სწორად ჩამოაყალიბონ და მათ მისაღწევად ეფექტიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ. ვორკშოპს ალექსი გიჯაშვილი, AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუძღვება. ღონისძიების ერთ-ერთი საკვანძო საკითხებია:
ვორკშოპზე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, დისკუსიაში ჩაერთონ და სპიკერთან ერთად სხვადასხვა ბიზნესქეისი განიხილონ. ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში შედგება. აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)