|
2025-08-18 22:28:34, 1319 ნახვა
პოლიტიკა
ლელოს და გახარიას პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იქნება
ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ორმა პოლიტიკურმა ძალამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა. „ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა ყველა შესაძლებლობით და ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებამდე“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა პრეზენტაციაზე. მისი თქმით, საქართველო უნდა გადავარჩინოთ. „გადავარჩინოთ საქართველო კიდევ ერთხელ დაპყრობას, გადავარჩინოთ ეს ქვეყანა რუსულ ჩექმას, ამ ამოცანით ვიღვიძებთ და ამ ამოცანით ვიძინებთ“, - დასძინა მან. ვიცე-მერობის კანდიდატად კუპრაძემ წარადგინა ალეკო ელისაშვილი და გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრი ტატა ხვედელიანი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ორი პარტიიდან გიორგი შარაშიძე იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)