|
2025-08-18 17:19:01, 1450 ნახვა
პოლიტიკა
ФСБ: უკრაინა ყირიმის ხიდის აფეთქებას გეგმავდა, ბომბი საქართველოს გავლით შეიტანეს
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, უკრაინა ყირიმის ხიდზე ტერაქტს გეგმავდა, ბომბი კი საქართველოს გავლით შეიტანეს. მათი თქმით, ბომბით დატვირთული მანქანის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს. "მანქანა, რომელშიც მაღალი სიმძლავრის ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, უკრაინიდან რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით, ტრანზიტით ჩავიდა. მან რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, საერთაშორისო საკონტროლო პუნქტ „ზემო ლარსზე“ გადაკვეთა და კერძო მძღოლის მიერ მართული ავტომობილების გადამზიდავი კრასნოდარის მხარეში უნდა გამგზავრებულიყო", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე მტკიცებით, გეგმა იყო, რომ მანქანა გადაეცათ პირისთვის, რომელიც ყირიმის ხიდზე გაივლიდა და "უნებლიე თვითმკვლელი ტერორისტი" გახდებოდა. "უკრაინელი ტერორისტების ხრიკების მიუხედავად, ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა მოახერხა მათი გეგმების დროულად გამოვლენა, Chevrolet Volt-ში ფრთხილად შენიღბული ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და გაუვნებელყოფა და ყველა იმ პირის დაკავება, ვინც მონაწილეობდა მისი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მიწოდებაში", - წერს უსაფრთხოების სამსახური.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)