|
2025-08-18 13:01:47, 1395 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე- არ მაქვს სურვილი, ოპოზიციის გეგმებსა და კანდიდატებზე ვისაუბრო,
„არ მაქვს სურვილი, ოპოზიციის გეგმებსა და კანდიდატებზე ვისაუბრო, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს და ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს დედაქალაქში“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის სავარაუდო საერთო კანდიდატთან დაკავშირებით. „არ მაქვს სურვილი, ოპოზიციის გეგმებსა და მათ კანდიდატებზე ვისაუბრო. არ მაქვს ამის ინტერესი. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს, ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს დედაქალაქში. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სერიოზული გამოწვევები, არსებობს პრობლემები, რომელთაც მოგვარება სჭირდება. თბილისი არის ძალიან ძველი ქალაქი, ძველი ინფრასტრუქტურით, კომუნიკაციებით და ეს ყველაფერი საჭიროებს მიხედვას, მოწესრიგება. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ის გუნდია, რომელსაც რეალურად შესწევს ძალა, ღირსეულად უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც თბილისთან არის კავშირში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)