|
2016-03-22 12:57:06, 1195 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელის აეროპორტში კიდევ რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, ბელგიის ხელისუფლებამ ტერაქტის ვერსია ოფიციალურად უკვე დაადასტურა. ბრიუსელის აეროპორტის შემდეგ აფეთქებები მოხდა მეტროსადგურებშიც, ქვეყნის ხელისუფლებამ აეროპორტისა და ყველა მეტრო-სადგურის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ-ჯერობით ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ მხოლოდ აეროპორტიდან ვრცელდება. ამ დროისათვის მეტროს აფეთქების შესახებ ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სადგურები ევროპულ უბნებში მდებარეობდა, ერთ-ერთი მათგანი ევროპული ორგანიზაციების მთავარ ოფისებთანაა ახლოს, მათ შორის ევროკავშირის. ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)