|
2025-08-15 16:44:27, 2062 ნახვა
პოლიტიკა
კოალიცია ცვლილებისთვის: მხარდაჭერას ვუცხადებთ NGO-ებს, რომლებსაც რეჟიმი ღიად დაემუქრა
კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც, კოალიციის თქმით, რეჟიმი დღეს ღიად დაემუქრა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მორიგი წერილი მიიღეს, რომელშიც ქართული ოცნების FARA-ს დარღვევას ედავებიან. ასევე, NGO-ების განცხადებით, წერილში ანტიკორუფიული ბიურო ემუქრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და ითხოვს განმარტებას, რატომ არ დარეგისტრირდნენ აგენტებად. კოალიცია აცხადებს, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით დასაფასებელია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პრინციპულობა, გაუტეხლობა და თანმიმდევრულობა. სწორედ მსგავსი უკომპრომისო წინააღმდეგობა არის გზა გამარჯვებისკენ. განცხადება სრულად: "სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც რეჟიმი დღეს ღიად დაემუქრა სისხლისსამართლებრივი დევნით, რადგან მათ არ მიიღეს რუსული კანონის თამაშის წესები და არ დარეგისტრირდნენ აგენტებად. მიუხედავად, ევროკავშირის მოთხოვნებისა, “ქართულმა ოცნებამ” გააუქმოს ყველა ანტიდემოკრატიული კანონი, ივანიშვილის რეჟიმი განაგრძობს კრემლის გზით სიარულს და სწორედ ასე ცდილობს გააჩუმოს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემების გახმოვანებასა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობენ. რეჟიმი ევროკავშირის მოთხოვნების უგულებელყოფით გვართმევს უვიზო მიმოსვლასა და შანსს გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ამ ვითარებაში განსაკუთრებით დასაფასებელია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პრინციპულობა, გაუტეხლობა და თანმიმდევრულობა. სწორედ მსგავსი უკომპრომისო წინააღმდეგობა არის გზა გამარჯვებისკენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)