|
2025-08-14 16:14:34, 1609 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე- ოპოზიციის მიზანი არჩევნები არ არის, მათი მიზანი რევოლუციაა, ჩვენ ამას უკვე შევეჩვიეთ
„ოპოზიციის მიზანი არჩევნები არ არის, არამედ ის, რაზეც ისინი ხშირად საუბრობენ - რევოლუცია, სინამდვილეში კი ეს მათი აუხდენელი სურვილი იქნება. ჩვენ არჩევნებისთვის ვემზადებით, წარვადგინეთ კანდიდატები, გვაქვს საარჩევნო პროგრამა, ვიწყებთ წინასაარჩევნო კომუნიკაციას მოქალაქეებთან და მაღალ შედეგებს ველით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნებისთვის კი არა, ნგრევისთვის ემზადება. „ოპოზიცია ყვირილის გასაგრძელებლად ემზადება. ჩვენ ამას უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ დაყოფა სტრატეგიის ნაწილია, გარედან მიღებული დავალება: ზოგიერთმა პროტესტი ქუჩაში უნდა შეინარჩუნოს, სხვებმა კი უნდა სცადონ, თუნდაც ეს საკრებულოში ერთი ან ორი წარმომადგენლით შესვლას და აჟიოტაჟის გამოწვევას ნიშნავდეს. ორივე ამოცანა შეუსრულებელია. ორად თუ სამ ნაწილად გაიყოფა, ისინი ერთიანდებიან. „შედეგად, საზოგადოება მათ საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს“, - თქვა ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)