21:26 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-12 11:38:32, 870 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე - შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ამ შეთანხმების მისაღწევად

საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას. საქართველოც შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ამ შეთანხმების მისაღწევად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

მისი თქმით, იმ ფონზე, რომ მსოფლიოში უმძიმესი სიტუაციაა, რეგიონისთვის მშვიდობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მივესალმებით შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოც შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ამ შეთანხმების მისაღწევად და ჩვენი მხრიდან არაერთი შეთავაზება გაკეთდა. რეგიონში დღეს, ისე როგორც არასდროს უდიდესი როლი აქვს მშვიდობის შენარჩუნებას. ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად მსოფლიოში, უმძიმესი სიტუაციაა და, შესაბამისად, დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება მშვიდობა იმიტომ, რომ მშვიდობას მოაქვს განვითარება, წინსვლა და ეკონომიკური აღმავლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.    

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics