|
2025-08-08 22:04:08, 3122 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 331.3 მილიონი დოლარით გაიზარდა
2025 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო ვალუტის რეზერვები 331.3 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 5.0 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ვალუტის რეზერვების მოცულობა 348 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საერთაშორისო ვალუტის რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. რეზერვების ზრდაზე გავლენა იქონია ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვების გააქტიურებამ. ივლისის შესყიდვების მოცულობა ჯერ არ არის ცნობილი, ეროვნული ბანკი მას 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს, თუმცა ცნობილია, რომ ივნისში შესყიდვების მოცულობამ 266 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ნახევრის შესყიდვების მოცულობამ - 880 მილიონი აშშ დოლარი. „2025 წლის ივლისის მონაცემებით, ოქროს წილი საერთაშორისო ვალუტის რეზერვების მთლიან მოცულობაში 15.1%-ს შეადგენს (757 მილიონი აშშ დოლარი). ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება მისი შეძენის შემდეგ 257 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ადასტურებს ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის ვალიდურობას. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 8 სექტემბერს გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)