|
2025-08-04 21:23:32, 2464 ნახვა
პოლიტიკა
ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენეთ მანკიერი სისტემისგან ნინო დათაშვილის დასაცავად“ - მასწავლებლების მიმართვა საელჩოებს
მასწავლებელთა პროფესიული ჯგუფი განცხადებით მიმართავს დიპლომატიურ წარმომადგენლობას. ისინი მიზანმიმართულ დევნად, უკანონო და არაადამიანურ წამების ტოლფას ქმედებად აფასებენ, სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაეკმაყოფილებინა პროკურატურის შუამდგომლობა ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რომელიც დათაშვილის მხრიდან უარის შემთხვევაში ითვალისწინებს იძულების ზომებსაც. განცხადებაზე ხელმომწერი მასწავლებლები დიპლომატიურ წარმომადგენლობას სთხოვენ, მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენნონ მანკიერი სისტემისგან ნინო დათაშვილის დასაცავად. განცხადებას ამ დროისთვის 271 მასწავლებელი აწერს ხელს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ნინო დათაშვილის ადვოკატების განცხადებით, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის უსაფუძვლო შუამდგომლობა ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, დათაშვილის მხრიდან უარის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია იძულების ზომებიც. სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დათაშვილს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმის წარმოება ნინო დათაშვილის მიმართ შსს-მ 11 ივნისს დაიწყო, ხოლო 20 ივნისს დააკავეს. საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს. ამ დღეს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა. დათაშვილი ამბობდა, რომ პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას. ნინო დათაშვილი კვლავ იმეორებს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა. ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა. საბოლოოდ, მანდატურებმა ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)