|
2025-08-04 20:17:47, 2323 ნახვა
სამართალი
კლუნის ფონდი ყურადღებით აკვირდება მედია მენეჯერის, მზია ამაღლობელის, განაჩენს
ადამიანის უფლებათა დამცველი ამალ კლუნის და მსახიობი ჯორჯ კლუნის მიერ დაარსებული კლუნის სამართლიანობის ფონდი გამოეხმაურა „გაზეთის/Netgazeti“-ს დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულებას და აცხადებს, რომ განაჩენს აკვირდება. აღნიშნულია, რომ ამაღლობელის საქმე „სიმბოლო გახდა <საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების> მზარდი შეშფოთებისა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებთან დაკავშირებით. „ჩვენი სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივა (TrialWatch), რომელიც აკვირდებოდა საქმეს, შეშფოთებულია ბრალდებებითა და სასამართლო პროცესის მიმდინარეობით“, - განაცხადა ორგანიზაციამ. „ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით განაჩენს და გამოვაქვეყნებთ მართლმსაჯულების შესახებ ანგარიშს, რომელშიც შეფასდება, შეესაბამება თუ არა სასამართლო პროცესი საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებს“, - განაცხადა კლუნის ფონდმა. კლუნის ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის სრულ მიმდინარეობას სასამართლო დარბაზიდან აკვირდება. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ფონდის/TrialWatch-ის ექსპერტები საბოლოო ანგარიშში შეაფასებენ სასამართლო პროცესს.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)