|
2025-07-30 17:29:57, 1569 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი- ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა
„ჩვენ ვნახეთ საქართველოში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანი იყო უცხოური ინტერესების პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში შეღწევა და არეულობის წაქეზება - პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღეს ყველაზე დიდ ინოვაციად იქცა“, - აღნიშნული განცხადება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტის პრეზიდენტების საერთაშორისო კონფერენციის (IPU) პანელური დისკუსიის ფარგლებში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება კვლავ ერთგული რჩება მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და ორიენტირებულია შერიგებასა და ომით დაზარალებული საზოგადოებების ჩართულობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ თანდათანობით სამშვიდობო ინიციატივები ქმნის ნდობის საფუძველს, რაც მშვიდობის პირველი მნიშვნელოვანი კომპონენტია. „ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო დაძაბულობითა და არასტაბილურობით ცნობილი რეგიონის ნაწილია და მშვიდობის მისაღწევად მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა.“ ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არასტაბილურობისგან დაცვის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს და ამ მიმართულებით პროგრესის მისაღწევად მრავალი ნაბიჯი გადავდგით. სამწუხაროდ, დღეს მშვიდობის მიღწევის საფრთხეები მოიცავს არა მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს, არამედ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც გამომდინარეობს ერების სუვერენიტეტის უპატივცემულობიდან და მათ შიდა საქმეებში ჩარევიდან. ჩვენ ვნახეთ საქართველოში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომელიც მიზნად ისახავდა უცხოური ინტერესების პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში შეღწევას და არეულობის წაქეზებას და ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობას დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა მდგრადი. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და სამართლიანობას. მშვიდობა არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობაზეა დაფუძნებული, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემაზეც. პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღეს უდიდეს ინოვაციად იქცა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ ჩემს მზადყოფნას, ვითანამშრომლო თითოეულ თქვენგანთან ყველა იმ ინიციატივაზე, რომლის მიზანია ისეთი მომავლის შექმნა, სადაც მშვიდობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია საერთო და დასაფასებელი რეალობაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)