|
2025-07-28 13:31:41, 1649 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ღარიბაშვილის კლანის დაჭერა უნდათ
ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ შეტევა და რამდენიმე პირის დაჭერა, სინამდვილეში არის ღარიბაშვილის გარემოცვის წინააღმდეგ შეტევა და დაჭერა. ერთმანეთს არიან დარეულები, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილისა და კიდევ ორი პირის დაკავებას გამოეხმაურა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება და უნდათ ღარიბაშვილის კლანის დაჭერა“. „თავდაცვის სამინისტროში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ეს დაჭერები, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაფლანგვასა და კორუფციას არ უკავშირდება. ეს შიდა კლანური ბრძოლაა. „ქართული ოცნება“ კრიზისშია. იქიდან ევროკავშირის ძალიან მკაცრი პოზიცია გაირკვა, აქედან აშშ-ის ადმინისტრაცია ამათ არ ეკონტაქტება, ფაქტია. არიან კრიზისში და ერთმანეთს დაერივნენ. ბურჭულაძის წინააღმდეგ შეტევები და ეს დაჭერები, სინამდვილეში, არის ღარიბაშვილის გარემოცვის წინააღმდეგ შეტევები და დაჭერები. ერთმანეთში რომ არიან დარეულები, მაგას ნიშნავს და მეტს არაფერს. თავდაცვის სამინისტრო, კორუფცია, კორუფციასთან ბრძოლა არაფერ შუაშია. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება და უნდათ ღარიბაშვილის კლანის დაჭერა, დაძირვა და არიან ერთმანეთს დარეულები“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ცნობისთვის, სუს-მა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი დააკავა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვლადიმერ მხეიძე. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)