|
2016-03-21 14:44:50, 1131 ნახვა
მსოფლიო
ამერიკის პრეზიდენტი კუბაში ბოლო 88 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით კუბაში იმყოფება. ბოლო 88 წლის განმავლობაში კუბაში აშშ-ის ლიდერის პირველი ვიზიტია. უკანასკნელი ფაქტი, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი თავისუფლების კუნძულს ესტუმრა 1928 წელს დაფიქსირდა. მაშინ კუბაში კალვინ კულიჯი ჩავიდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ობამა მოლაპარაკებებს გამართავს კუბის ლიდერ რაულ კასტროსთან. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, მოლაპარაკებების თემა შეეხება თავისუფლების კუნძულის პოლიტიკურ რეფორმებს. დასავლელ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბარაკ ობამას ვიზიტი კუბაში ამერიკულ-კუბურ ურთიერთობაში დიდი შემობრუნების დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ. "ორ ქვეყანას შორის დაიწყო ახალი ერა", - წერს BBC-ის საერთაშორისო მიმომხილველი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბარაკ ობამა ფიდელ კასტროსთან შეხვედრას არ გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)