06:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 11:03:29, 524 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ვიზიარებ ერთიანობაზე სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას, როგორც ჩანს, ოპოზიციურ სპექტრს სჭირდება მეტი დრო

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ რესურსს თუ გამოიყენებს იმისთვის, რომ დაიძლიოს აზრთა სხვადასხვაობები და შედგეს ერთიანობა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ არის, რომ დაარსების დღიდან, ზურაბიშვილის მიერ კოორდინირებულ ფორმატში „ლელო“ აქტიურად მონაწილეობს და თანამშრომლობს.

„მე აბსოლუტურად ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ერთიანობასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც უნდა ითქვას, რომ ერთიანობა შეიძლება, შედგეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს რაღაც გზა, ერთიანი სამოქმედო გეგმა. როგორც ჩანს, დღეს ოპოზიციურ სპექტრს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დრო, რათა გამოიკვეთოს, რა ბრძოლის გზაზე აპირებს, დადგეს და როგორ ესახება რუსულ რეჟიმთან ბრძოლა, რადგან ამასთან დაკავშირებით კვლავ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ რესურსს თუ გამოიყენებს იმისთვის, რომ დაიძლიოს ეს აზრთა სხვადასხვაობები და შედგეს ერთიანობა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. სწორედ ამიტომ არის, რომ დაარსების დღიდან მის მიერ კოორდინირებულ ფორმატში „ლელო“ აქტიურად მონაწილეობს და თანამშრომლობს, რადგან ჩვენ გვესმის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რუსული რეჟიმის დამარცხებას ჩვენ შევძლებთ მხოლოდ დიდი საზოგადოებრივი ერთიანობით და „ლელო“ ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics