19:28 - 25 May, 2026
|
2016-03-19 17:10:45, 1320 ნახვა
მსოფლიო
"აეროფლოტმა" როსტოვის აეროპორტში ყველა რეისი გადადო
კომპანია "აეროფლოტმა" 19 და 20 მარტს როსტოვის აეროპორტის მიმართულებით ყველა რეისი გადადო, - ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები უწყებიან. მათი ინფორმაციით, მომხდარი ინციდენტის გამო ქალაქ როსტოვის აეროპორტი ამჟამად დაკეტილია. გაუქმებული რეისები კრასნოდარის აეროპორტიდან განხორციელდება. შეგახსენებთ, როსტოვში ავიაკატასტროფას 62 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 55 მგზავრი, 7 კი, ეკიპაჟის წევრი იყო. თვითმფრინავში 4 მცირეწლოვანიც იმყოფებოდა. ლაინერი 180 ადამიანზეა გათვლილი და ის მხოლოდ მესამედით იყო დატვირთული. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფა პილოტის შეცდომისა და თვითმფრინავის გაუმართაობის გამო მოხდა. საქმე უსაფრთხოების წესები დარღვევის მუხლით არის აღძრული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)