|
2016-03-19 15:58:48, 621 ნახვა
პოლიტიკა
საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 23 მარტს გაიმართება
საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 23 მარტს, იუსტიციის სამინისტროში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის თარიღსა და სამუშაო პროცესის ვადებზე საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ასევე განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. ინტერპარტიული ჯგუფიდან სამუშაო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მამუკა კაციტაძე, ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ახვლედიანი და გოჩა თევდორაძე, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობიდან, დეპუტატები - გია ჟორჟოლიანი, გიგა ბუკია, პაატა კიკნაველიძე, ნოდარ ებანოიძე და შალვა კიკნაველიძე. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩაერთვება მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, რომელიც პროცესის მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მუდმივ ინფორმირებას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები აღჭურვილნი იქნებიან გადაწყვეტილებების მიღების მანდატით და სამუშაო პროცესი, სავარაუდოდ, აპრილში დასრულდება. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს უკვე შემუშავებული აქვთ გარკვეულ წინადადებათა პაკეტი, რომლის განხილვა სამუშაო ჯგუფის პირველსავე სხდომაზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)