07:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-28 12:13:54, 692 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ელენე ხოშტარიას მხარდაჭერას ვუცხადებთ

ელენე ხოშტარიას მხარდაჭერას ვუცხადებთ, თუმცა ალბათ სჯობს, ავირჩიოთ ის სტრატეგია, რომელშიც არათუ ჩვენ დავზიანდებით, არამედ ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „რუსული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია ემპათია, ადამიანის სიცოცხლის ფასის განცდა.

„სოლიდარობა და მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას. ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა შიმშილობის აქტი. მე სრულიად წარმოუდგენლად მიმაჩნია ემპათიის გამოხატვა ქართული და რუსული ოცნების მხრიდან. „რუსული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია ემპათია, ადამიანის სიცოცხლის ფასის განცდა, შესაბამისად ძალიან სარისკო და მძიმე გადაწყვეტილებად გვენიშნება და გვესახება ელენე ხოშტარიას ბრძოლის სტრატეგია, მას მხარდაჭერას ვუცხადებთ. აუცილებლად ვიქნებით მის გვერდით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ალბათ სჯობს, ავირჩიოთ ის სტრატეგია, რომელშიც არათუ ჩვენ დავზიანდებით, ჩვენი ჯანმრთელობა დაზიანდება, არამედ ბიძინა ივანიშვილი, მისი რუსული რეჟიმი და კრიმინალური ბანდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics