|
2025-06-27 12:58:28, 701 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - როდის გადადგა საქართველომ ისეთი ნაბიჯი, რომელიც დასავლურ იდეებს ეწინააღმდეგება?!
როდის იყო და როდის გადადგა საქართველომ ისეთი ნაბიჯი, რომელიც დასავლურ იდეებს ეწინააღმდეგება?! - მავნებლები აყოლილი არიან ვიღაც სულელი გონჩარენკოს სიტყვებს, რომელიც უკრაინაში მუდამ რუსულ ინტერესებს ატარებდა! კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი წევრია გონჩარენკო! - აღნიშნული განცხადება PACE-ში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე დასმული კითხვის პასუხად, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში განაცხადა, “არის მცდელობა, საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთისკენ სვლის ტრენდი დაინერგოს“. “საქართველომ ბოლო 13 წლის განმავლობაში რომელი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც რუსეთს უპირატესობის მოპოვებაში შეუწყობდა ხელს?! განსხვავებით 2012 წლამდე არსებული ხელისუფლებისგან, რომელსაც ასე გააფთრებით იცავენ და რომლის ხელისუფლებაში დაბრუნებას ლამობენ ევროსაბჭოსა თუ სხვა ფორმატებში. რეალობა არის ეს და ამ რეალობას თვალი რომ არ გაუსწორონ, პრობლემების ზღვა უნდა შეგიქმნან! საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო არმიის იარაღი გვაქვს დამიზნებული. ყოველდღიურად ამ დაძაბულ ვითარებაში ვცხოვრობთ. მაინცა და მაინც გონჩარენკოები და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ ისეთ დაპირისპირებაში შევიდეთ, რომელიც საქართველოში ნგრევას გამოიწვევს. რა ტრიბუნალზე მოაწერეს ხელი ან რისი გამკეთებელია გონჩარენკო, როცა ინგრევა და სისხლში იხრჩობა უკრაინა?! მთელი ახალგაზრდა თაობა გაწყვიტეს და დღეს რაღაც იდეებთან დაკავშირებით საქართველოს ეომებიან, რომელიც ათასნაირი გამოწვევის წინაშე დგას! საქართველომ თავისი საქმე და პოლიტიკა იცის - არავითარი პრორუსული პოლიტიკა არ არსებობს! საქართველომ 600-ზე მეტ რეზოლუციას მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს. გონჩარენკოსნაირი ხალხი არის უმადური“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. 26 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. განხილვის საკითხი იყო პოლიტპატიმრები და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება საქართველოში. დებატებისას უკრაინის წარმომადგენელმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა, რომ საქართველომ ხელი არ მოაწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას, რომლის ამოცანა რუსეთის ხელისუფლების გასამართლებაა. გონჩარენომ განაცხადა ისიც, რომ ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როცა საქართველო თავად არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)