|
2016-03-19 13:16:51, 700 ნახვა
საზოგადოება
ფარმა მონიტორინგი: ჰუმანითის კარდიოლოგიური პრეპარატები ანალოგებთან შედარებით 45%–ით იაფია
ფარმა მონიტორინგმა მედიკამენტების ჯგუფების მიხედვით ფასებზე მონიტორინგი დაიწყო. კარდიოლოგიური ჯგუფის კონკრეტულ მედიკამენტებზე დაკვირვების შედეგები ჯანდაცვის პლატფორმამ გაავრცელა. ფარმა მონიტორინგის მიერ გავრცელებული გრაფიკები ნათლად ასახავს, თუ რომელი მწარმოებელი რა ფასად სთავაზობს მომხმარებელს კარდიოლოგიური ჯგუფის კონკრეტულ პრეპარატებს. როგორც N1 გრაფიკზე ჩანს, ამლოდიპინს მომხმარებელს ყველაზე იაფად „ჰუმანითი ჯორჯია“ სთავაზობს. მის მიერ იმპორტირებული „ამლოდიპინი–ჰუმანითი“, სხვა მწარმოებლებთან შედარებით, საშუალოდ 43%–ით იაფია. ანალოგიური ვითარებაა კარდიოლოგიური ჯგუფის სხვა პრეპარატებთან მიმართებითაც. კერძოდ, როგორც გრაფიკებზეა (N 2, 3, 4, 5) მოცემული, ჰუმანითი–ბისოპროლოლის შეძენა სხვა მწარმოებლებთან შედარებით საშუალოდ 53%–ით ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი; ჰუმანითი–ტრიმეტაზიდინი 45%–ით, ჰუმანითი – პლექსა 33 %–ით, ხოლო ჰუმანითი – კლოპიდოგრელი 49%–ით იაფად იყიდება სააფთიაქო ქსელებში. შესაბამისად, ფარმა მონიტორინგის დაკვირვების შედეგად, აღნიშნულ კარდიოლოგიურ პრეპარატებს მომხმარებელს ჰუმანითი საშუალოდ 45 %–ით იაფად სთავაზობს.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|







ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)