09:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 11:57:17, 849 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბოტკოველი - „ხალხის ძალის“ განცხადება არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განცხადება

„ხალხის ძალის“ განცხადება არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განცხადება, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი პარტია „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით.

გიორგი ბოტკოველის შეფასებით, „ეს არის მათი გაწერილი გეგმა, რომლითაც ფაქტობრივად, ყოველდღიურად ცდილობენ, ქვეყნის სუვერენიტეტი დაანგრიონ“.

„ეს არ არის „ხალხის ძალის“ განცხადება, ან რომელ „ხალხის ძალაზეა“ საუბარი? „ხალხის ძალა“ არის ის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ პროტესტში. „ხალხის ძალის“ განცხადება არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განცხადება. ისინი გარკვეული პერიოდის წინ თითქოს ოპოზიციონერებად მოევლინნენ ქვეყანას და ძალიან მალე თვითონვე დაამსხვრიეს ის მითი, რაც შექმნეს, რომ ოპოზიციონერები არიან. მათი განცხადებები, დაწყებული აშშ-ს კრიტიკიდან, ახლა ევროკავშირის ელჩის კრიტიკით დამთავრებული, თავიდან ბოლომდე არის ის განაცხადი, რომელიც გაკეთებულია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. კობახიძე ილაპარაკებს თუ „ხალხის ძალის“ რომელიმე წარმომადგენელი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის მათი გაწერილი გეგმა, რომლითაც ფაქტობრივად, ყოველდღიურად ცდილობენ, დაანგრიონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი“, - განაცხადა ბოტკოველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics