|
2025-06-22 12:28:41, 996 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყება - აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო
აშშ-მა, ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით, ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ დიპლომატიური პროცესის შუაგულში სწორედ შეერთებულმა შტატებმა უღალატა დიპლომატიას. აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების მტკიცებით, აშშ-ის თავდასხმები გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და რომ „ამ საზარელი დანაშაულის მძიმე და სავალალო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა“ აშშ-ის მთავრობას ეკისრება. „ირანის ლეგიტიმური უფლებაა, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და დაიცვას ირანის ეროვნული უსაფრთხოება და ინტერესები ყველა საჭირო საშუალებით“, - აღნიშნულია განცხადებაში. ირანის საგარეო უწყება მოუწოდებს გაერო-ს და მის სხვადასხვა ორგანოებს, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომ ,„სასწრაფოდ უპასუხონ უკანონობის ამ აშკარა და დანაშაულებრივ ქმედებას“. უწყება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების დაგმობის მიზნით საგანგებო სხდომა ჩაატაროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)