19:19 - 26 May, 2026
|
2025-06-19 15:28:43, 931 ნახვა
მსოფლიო
ისრაელ კაცი - ისრაელის მიზნებში შედის, რომ ხამენეიმ არსებობა ვეღარ გააგრძელოს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი "თანამედროვე ჰიტლერია" და "არსებობა ვერ უნდა გააგრძელოს". მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) საომარ მიზნებში შედის, რომ "ამ კაცმა [ხამენეიმ] არსებობა ვერ უნდა გააგრძელოს". "დიქტატორს, როგორიც ხამენეია, რომელიც ირანისნაირ ქვეყანას მართავს და გაცხადებულ მიზნად დაისახა ისრაელის სახელმწიფოს განადგურება, ეს საშინელი მიზანი ისრაელის განადგურების, ასე გაგრძელების ან არსებობის საშუალება არ უნდა ჰქონდეს," - თქვა მან. ცნობისთვის, დღეს ისრაელში საავადმყოფოზე ირანმა ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც საავადმყოფო "ძლიერ დაზიანდა". საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, იერიშის შედეგად არიან დაშავებულებიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)