|
2025-06-19 11:05:10, 982 ნახვა
მსოფლიო
ისრაელში საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა
ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, შენობა არ დაზიანებულა და საელჩო მუშაობას განაგრძობს. „ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები. განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/; https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE. საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7: +972 3 609 3206“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)