09:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 09:40:05, 767 ნახვა

პოლიტიკა
ლენა შილინგი - მზია ამაღლობელი პოლიტპატიმარია, მისი დაპატიმრება მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული

მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც დაკავებულია, როგორც პოლიტპატიმარი, – ამის შესახხებ ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, მზია ამაღლობელის დაპატიმრება „ცხადად პოლიტიკურია და მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული“.

„ვიყავი საქართველოში და მის ერთ-ერთ პროცესს დავესწარი. და შემიძლია გითხრათ: მისი „ქეისი“ პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე. მზია მოძრაობის სიმბოლოა, რომელიც, რეპრესიებისა და დაშინების მიუხედავად, აგრძელებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. ის სამიზნეშია ამოღებული, ვინაიდან სიმართლის მხარეს დგას და უარს ამბობს გაჩუმებაზე.

დღეს ასობით პოლიტპატიმარი – ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები და არტისტები დაპატიმრებულები არიან სისტემის მიმართ წინააღმდეგობისთვის, რომელიც შლის დემოკრატიას და რუსულ კონტროლს ამყარებს. ქართველი ხალხი ზუსტად იმ ღირებულებებისთვის იბრძვის, რომელსაც ეს პარლამენტი წარმოადგენს – თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. მზიას მხარდაჭერა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას ნიშნავს და ჩვენ აქ მისი და ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაუმჯობესება გვჭირდება“, – განაცხადა ლენა შილინგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics