01:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 11:52:30, 513 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - თეირანს ტორნადომ გადაუარა

ასე ეცემა დიქტატორული რეჟიმები, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი X-ზე წერს. „თეირანს ტორნადომ გადაუარა. ძალაუფლების სიმბოლოები იბომბება და იშლება, მათ შორის, მაუწყებლობის ორგანო და ძალიან მალე სხვა სამიზნე ობიექტები, ხოლო მოსახლეობა გარბის. ასე ეცემა დიქტატურები“, - წერს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

ცნობისთვის, დღეს გამთენიისას, ისრაელმა 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით ირანის ცენტრიფუგებისა და რაკეტების წარმოების ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.

„საჰაერო ძალების 50-ზე მეტმა გამანადგურებელმა, დაზვერვის დეპარტამენტის ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით, ბოლო საათებში თეირანის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელა“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics